იტალიელი ნეიროქირურგი სერჟიო კანავერო დარწმუნებულია, რომ ადამიანის თავის გადანერგის ოპერაციები, სულ მალე ჩვეულებივი ტრანსპლანტაცია გახდება.
სხვადასხვა ორგანიზმის ზურგის ტვინის ორი სექციის სავარაუდო გაერთიანება, მედიცინას ახალ დონეზე აიყვანს, წერს Surgical Neurology International.
სკეპტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ თავის გადანერგვა შესაძლებელი გახდება რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, დღეს ასეთი ტექნოლოგია არ არსებობს. კანავერო კი, დარწმუნებულია რომ მან უკვე თითქმის დაასრულა საკუთარი აღმოჩენისათვის პრაქტიკული ბაზის მომზადება:" თუ ტრანსპლანტაციას ღრმა ჰიპოთერმიის ქვეშ ჩავატარებთ, ისე რომ არ დავაზიანებთ ტვინის სტრუქტურას და შევძლებთ შევიმუშავოთ ისეთი ნივთიერებების დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს, პირობითად რომ ვთქვათ, ნერვების დაბოლოებების "დაკავშირების" შემდგომ რეგენერაციას, მაშინ ქირურგიული დანა შეძლებს იმას რითაც, ჩვეულებრივ, დაკავებულია ზეციური კანცელარია," - განაცხადა მედიკოსმა.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში სიკვდილისშემდგომი ტრანსპლანტაციის საკითხს, დიდი ხანია განიხილავენ. მომხრეები დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი ცდები თანამედროვე მეცნიერების განვითარებას ხელს უწყობს. ცდების მოწინააღმდეგეა კათოლიკური ეკლესია: მიჩნეულია, რომ მეორედ მოსვლის დროს, ყველა გარდაცვლილი საკუთარ სხეულს დაუბრუნდება.