მეცნიერების ვარაუდით, 4 მილიარდი წლის წინ მარსზე სიცოცხლე იყო. პლანეტის ატმოსფეროს დეტალურმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ერთ დროს ის პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა დედამიწისგან.
ამერიკის ნაციონალურმა კოსმოსურმა სააგენტომ წითელი პლანეტის უზარმაზარი პანორამა მოაწყო.
მეცნიერთა დასკვნით, მარსის ზედაპირი თბილი და ნესტიანი იყო, რაც უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ამ პლანეტაზე 4 მილიარდი წლის წინ სიცოცხლე იყო.
რობოტი Curiosity, რომელიც მეცნიერებს წითელი პლანეტის შესწავლაში ეხმარება, მარსზე 2014 წლის აგვისტოდან მუშაობს.