მკერდის კიბოს სისხლის ანალიზით დაადგენენ

მკერდის კიბოს სისხლის ანალიზით დაადგენენ

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა ცვლილებები გამოავლინეს იმ ქალების სისხლში, რომლებიც გენეტიკურად არ იყვნენ განწყობილნი მკერდის კიბოსადმი, თუმცა მაინც დაზარალდნენ ამ დაავადებით.

ამჟამად მკერდი კიბოს წინასწარი დიაგნოსტირება შესაძლებელია სარძევე ჯირკვალში მკერდის კიბოს გენის BRCA1-ის დადგენით.

მეცნიერებმა BRCA1-ის გენის არმქონე და მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალებში იმუნური სისტემის უჯრედების დნმ-ში ცვლილებები აღმოაჩინეს. და რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ცვლილებები დადგინდა დაავადების პირველ სიმპტომებამდე რამდენიმე წლით ადრე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მკერდის კიბოთი დაავადების პროგნოზირება სისხლის ანალიზით არის შესაძლებელი.

საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების ამ სახეობას ებრძვიან, აცხადებენ, რომ მეცნიერთა უკანასკნელი კვლევები იმედის მომცემია.