შვეიცარელები ყველაზე ცუდ საყვარლებად აღიარეს

შვეიცარელები ყველაზე ცუდ საყვარლებად აღიარეს

ევროპული გაცნობების პორტალმა C-Date-მა მსოფლიოს საუკეთესო საყვარლების გამოსავლენად ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა. რეიტინგში ბოლო ადგილზე შვეიცარელები განთავსდნენ. მათ გამოკითხული 5 ათას 670 მომხმარებლის ხმათა მხოლოდ 4% მიიღეს.

საუკეთესო საყვარლებად ბრაზილიელი მამაკაცები და იტალიელი ქალები დასახელდნენ. ლიდერებმა გამოკითხულთა 25-25% მიიღეს.

შვეიცარელების თითქმის ნახევარმა აღიარა, რომ სექსის დროს არა პარტნიორზე, არამედ სხვა ადამიანზე ფიქრობს. 47%-ს კი, პრაქტიკაში ერთხელ მაინც ჰყოლია პარტნიორი „ერთი ღამით“.  აღმოჩნდა, რომ იტალიელები სტაბილურ ურთიერობებს ანიჭებენ უპირატესობას და „შემთხვევითი“ სექსი იტალიელთა მხოლოდ 24%-ს ჰქონია. 

შვეიცარიელების უმეტესობა სექსით დაკავებას კვირაში ერთხელ საკმარისად მიიჩნევს და მხოლოდ ყოველ მეხუთე შვეიცარელს აქვს ინტიმური კავშირი ყოველდღე.

გამოკითხვაში მონაწილე ქალების 27%-მა და მამაკაცების 31%-მა აღიარა, რომ სექს-შოპში ნაყიდ სათამაშოებს ხშირად იყენებს.