ბრიტანელების უმრავლესობას სათამაშოებთან ერთად სძინავს

ბრიტანელების უმრავლესობას სათამაშოებთან ერთად სძინავს

როგორც ბრიტანული გაზეთი, „Daily Mail“  იუწყება, ყოველი მესამე ბრიტანელი დასაძინებლად წვება ბავშვობიდან ამოჩემებული სათამაშო დათუნიათი.

უფრო მეტიც, სოციოლოგებმა დაადასტურეს –  მივლინებაში გამგზავრებულ ქვეყნის ყოველ მეოთხე მცხოვრებს, თან მიაქვს სათამაშო დათუნია  თილისმად, სულ რომ მშობლიური სახლი მოაგონოს.

დიდ ბრიტანეთში შექმნილია სპეციალური სამსახური, რომელიც იმით არის დაკავებული, რომ უბრუნებს პატრონებს ბავშვობის საყვარელ სათამაშოებს, თუკი უნებურად სასტუმროში რჩებათ ხოლმე ისინი.

მხოლოდ  2015 წელს, პატრონებს დაუბრუნდა 75 ათასი დაკარგული დათუნია.