სოსისმა შესაძლოა კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო გამოიწვიოს

სოსისმა შესაძლოა კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო გამოიწვიოს

შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გადამუშავებული ხორცის პროდუქტების ყოველდღიურ რაციონში შეტანა პანკრეასის კიბოს განვითარების რისკს ზრდის.

მოცემული კვლევა British Journal of Cancer-მა გამოაქვეყნა. მკვლევარების თქმით, დღეში ერთი ცალი სოსისის მიღება კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს 19% ზრდის.  აქამდე მეცნიერები გადამუშავებული ხორცით კვებასა და ნაწლავური სიმსივნის ურთიერთკავშირზე საუბრობდნენ.

კიბოს კვლევითი საერთაშორისო ფონდის დასკვნით, სიმსივნის განვითარებას ყველაზე ხშირად მოწევა და ჭარბწონიანობა იწვევს.