რატომ უყვართ მამაკაცებს ხორცი

რატომ უყვართ მამაკაცებს ხორცი

ბელარმინის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელმა ჰენკ როტგერბერმა, გამოკვლევების შედეგად დაადგინა: როდესაც  მამაკაცები ხორცს მიირთმევენ, მსგავსი ქმედება მათ ანიჭებს  ძლიერ სქესთან საკუთარი კუთვნილების თვითშეგრძნებას.

ეს განსაკუთრებულად აქტუალურია იმ შემთხვევებში, როდესაც მამაკაცი საზოგადოებრივ ადგილებში არის ხორცის ჭამით დაკავებული.  მამრის ბუნებას  ის ამ დროს საჯაროდ აფიქსირებს. ასეთია განწყობა ამერიკის სოციუმში. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ დღემდე მრავალი ამერიკელი ვერ თმობს ხორცის ჭამას. და ეს ხდება მაშინ, როცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ საკვებად ხორცის ხშირი გამოყენება იწვევს სიმსივნურ პროცესებს, გულის დაავადებებს და სხვა სნეულებებს.

ბელარმინმა გამოჰკითხა 125 სტუდენტს - პირველი გამოკვლევით  და 89 - მეორე გამოკვლევით. აღმოჩნდა, რომ მამაკაცთა მეტი წილი ხორცს მიირთმევს სიამოვნებით და არად მიიჩნევს ცხოველების  ტანჯვას. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ბუნების იერარქიაში ცხოველები დგანან ადამიანზე დაბლა და  საამისოდ არგუმენტად მოაქვთ  ხორცის მოხმარების სარგებლობის რელიგიური და სამედიცინო მტკიცებულებები.  სტატისტიკის მიხედვით აშშ-ში მხოლოდ  3% ვეგეტარიანელი ან ვეგანია.