საკუთარ თავთან ლაპარაკი და აზრების ხმამაღლა წარმოთქმა, ასევე, პერიოდულად პრობლემების ხმამაღალი განხილვა, სრულიად ნორმალურია – ამტკიცებს პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი მელისა კინზლი.
მისი აზრით, საკუთარ თავთან ხმამაღალი საუბარი სტრესისა და დეპრესიის მოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ამ მოსაზრების დასადასტურებლად მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდნენ 25-45 წლამდე ქალები და მამაკაცები.
ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ ხმამაღლა მსჯელობის დროს რეაქციები უფრო სწრაფია, რის შედეგადაც ადამიანები დასახულ ამოცანას უფრო ზუსტად და სწრაფად ხსნიან; გარდა ამისა, მეცნიერები თვლიან, რომ საკუთარ თავთან საუბარი, გარკვეულწილად, გონებრივად ჩამორჩენილ და ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვებსაც ეხმარება.