ამერიკელმა მეცნიერებმა  სისხლის ახალი ჯგუფები გამოავლინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა სისხლის ახალი ჯგუფები გამოავლინეს

დადგინდა, რომ სისხლის ჯგუფი არა ოთხი, არამედ - ექვსია. სისხლის ორი ახალი ჯგუფი აშშ-ში ვერმონტის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოავლინეს. კვლევის ხელმძღვანელი ბრაიან ბალიფის თქმით, სისხლის გადასხმისას Langereis-ის და  Junior-ის ტიპის შეუთავსებლობის პრობლემა იშვითად იჩენს თავს, თუმცა ეთნიკური კომპონენტების გათვალისწინებით არის რისკის ჯგუფებიც.

სისხლის ახალი ჯგუფები მას-სპეკტრომეტრიის მეთოდით გამოავლინეს, რომელმაც ერითროციტების ზედაპირზე ABCB6-ის და ABCG2-ის პროტეინები აღმოაჩინა. ლენჯერისის და ჯუნიორის ტიპებს სწორედ აღნიშნული ცილები განსაზღვრავს. აქამდე მეცნიერებამ სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი 30 ცილის არსებობის შესახებ იცოდა, ახლა მათ კიდევ ორი დაემატა.

ცნობილია, რომ ABCB6-ი და ABCG2-ი სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობას იწვევს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აღმოჩენა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ტექნოლოგიების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ბალიფის აზრით, მეცნიერებისთვის 10-15 სისხლის ჯგუფი ჯერ კიდევ უცნობია.