პომიდორი კიბოს განვითარებას უშლის ხელს

პომიდორი კიბოს განვითარებას უშლის ხელს

პორტსმუტის მეცნიერთა ჯგუფმა  მრიდულ ჩოპრას ხელმძღვანელობით თერმულად დამუშავებულ პომიდორებში კიბოს საწინააღდეგო ნივთიერება აღმოაჩინა. ამის შესახებ გამოცემა თჰე თელეგრაპჰ  წერს.  ნივთიერება სახელწოდებით ლიკოპინი აქტიურად  ზემოქმედებს  სიმსივნურ უჯრედებზე, ანელებს მათ ზრდას და კლავს პროსტატის კიბოს ქსოვილებს.

ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სისხლში ლიკოპინის კონცენტრაცია იზრდება, თუ ადამიანი  2 კვირის მანძილზე  400 გრამ დამუშავებულ პომიდორს შეჭამს. ლიკოპინს აქვს პროსტატის ქსოველებზე დაგროვების უნარი, შესაბამისად, მეცნიერთა აზრით, მას შეუძლია პროსტატის კიბოს განვითარებას შეეწინააღდეგოს.

ლიკოპინი, რომელიც წითელ ფერს აძლევს ბოსტნეულს, ხელს უშლის სიმსივნურ წარმონაქმნებს ,,შეუერთდეს’’ სისხლის მიმოქცევას. ახლო მომავალში მეცნიერები შეეცდებიან დაადგინონ, თუ ნივთიერების რა რაოდენობაა საჭირო სიმსივნესთან საბრძოლველად.  მეცნიერები დაზუსტებით მხოლოდ ერთს ამბობენ, ნივთიერება ბიოლოგიურად უფრო აქტიურდება, როდესაც პომიდორს ცხიმს უმატებენ.