მხატვრული ფილმების „ცოდვათა ქალაქისა” და „ფანტასტიკური ოთხეულის” ერთ-ერთ მთავარ გმირს, მსახიობ ჯესიკა ალბას იმედი აქვს, რომ მისი ორი წლის ქალიშვილი ონე მარი მომავალში პოლიგლოტი გამოვა. ქალბატონ ჯესიკას სურს, რომ მისმა პატარა გოგონამ ერთდროულად რამდენიმე უცხო ენა შეისწავლოს.პაწია ონე ჯესიკა ალბასა და მისი მეუღლის, კინოპროდიუსერი კეშ უორენის პირველი შვილია.
„სელებრითი” დედიკომ ქალიშვილის „ წვალება” უკვე დაიწყო. მსახიობი ამჟამად შედარებით თავისუფალია და გადაღებებით დაკავებული არ არის. გამოთავისუფლებულ ჭარბ ენერგიას კი შვილის აღზრდის პროცესს უთმობს. სწავლის პროგრამა უკვე შეიმუშავა და ორი წლის ნორჩი ასულის „განათლების” გრძელ აღმართსაც შეუდგა. ყოველდღე რამდენიმე საათს ონე მარისთან ატარებს, თან მშობლიური ინგლისურის გარდა ესპანურადაც ესაუბრება.
“ვცდილობ სახლში ყოფნისას ქალიშვილთან ესპანურად ვისაუბრო, მაგრამ ვრწმუნდები რომ ძნელ საქმეს მოვკიდე ხელი. ონეს თამაში სურს, მე კი მას უცხო სიტყვების დაზეპირებას ვაიძულებ. ფარ-ხმალს არ ვყრი და იმედი მაქვს, რომ საწადელს მაინც მივაღწევ. — განუცხადა ჟურნალისტს„ნოვატორმა” დედიკომ.
მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ ბოლო ხანს ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა, რომელსაც ახლობლების წრეში ატარებს. ყოველ საღამოს, როდესაც მისი ნორჩი ასული იძინებს, ჯესიკა სახლიდან გამოდის და მეორე დილამდე სხვადასხვა დისკოტეკებზე ერთობა. საინტერესოა, პატარამ შუაღამით რომ გაიღვიძოს და დედიკო მოიკითხოს, რა მოხდება? ვეჭვობ, რომ დღისით უცხო ენების შესწავლით გატანჯულს პროტესტის გრძნობა არ გაუჩნდეს და „ვარსკვლავურ” მშობელს საქციელი მოუწონოს.