ინტერნეტ-დამოკიდებულება უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინზე

ინტერნეტ-დამოკიდებულება უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინზე

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარებმა თავის ტვინზე ჩატარებული მაგნიტურ-რეზონანსული ტოპოგრაფიის შედეგად დაადგინეს, რომ ინტერნეტ-დამოკიდებულებას შეუძლია ისეთივე ნეგატიური გავლენა მოახდინოს თავის ტვინზე, როგორც ალკოჰოლს ან ნარკოტიკს.

კვლევა ტარდებოდა 35 ადამიანზე, რომელთაგან 17 მათგანს დაუდგინდა ინტერნეტ-დამოკიდებულება.

მეცნიერებმა დაასკანერეს ინტერნეტ-დამოკიდებული ადამიანების თავის ტვინი და შეადარეს ჯანმრთელი ადამიანების თავის ტვინის ტოპოგრაფიულ მაჩვენებლებს.

შედარების შედეგად, ინტერნეტ-დამოკიდებულებს აღმოაჩნდათ დარღვევები ნერვული ქსოვილების იმ ნაწილებზე, რომლებიც განსაზღვრავს ემოციებს, თვითკონტროლს და გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე.