ჟურნალმა People-მა ყველაზე სექსუალური სხეულების მქონე ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგს სათავეში სუპერმოდელი ელ მაკფერსონი ჩაუდგა, რომლის სხეულიც კვლავაც შესანიშნავად გამოიყურება.
ვერცხლის მედალი ქანთრის შემსრულებელ ჯულიან ჰაფს მიაკუთვნა, რომელსაც უბრალოდ ძალიან უყვარს პაპარაცების წინაშე თავისი შიშველი სხეულით პოზირება.
ავსტრალიელი მსახიობი კრის ჰემსვორთი და მისი კუნთები მესამე ადგილზე განთავსდა.
თაყვანისმცემლების თამამი ფოტოსესიით განებივრება რიანას საყვარელი საქმიანობაა. მომღერალი რეიტინგის მეოთხე საფეხურზე აღმოჩნდა.
მეხუთე ადგილი მექსიკელ სექს-სიმბოლო უილიამ ლევის ერგო.