თანამედროვე ქალებს სამჯერ მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავთ

თანამედროვე ქალებს სამჯერ მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავთ

აღმოჩნდა, რომ ახალი ათასწლეულის დასაწყისში გოგონები უფრო გახსნილები არიან, ვიდრე მათი თანატოლები იყვნენ 1960-იან წლებში – სექსუალური რევოლუციის ეპოქაში. სოციოლოგებმა გაარკვიეს, რომ მას მერე სექსუალური პარტნიორების რაოდენობა ახალგაზრდა ქალებში სამჯერ გაიზარდა.

დაახლოებით, 3 000 ახალგაზრდა ქალის გამოკითხ­ვით, რომლებიც 2008-2016 წლების პერიოდში 18-24 წლის იყვნენ, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მათ ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა საშუალოდ, 5,65 პარტნიორთან, 1960-იან წლების ამავე ასაკის ქალებს კი – მხოლოდ 1,67-თან. ეს ციფრი თანდათანობით გაიზარდა, 1970 წლებში 18-დან 24 წლის გოგონებს 3,82 პარტნიორი ჰყავდათ.

თანამედროვე ქალების 8 პროცენტმა თქვა, რომ 24 წლამდე მათ 10 სექსუალური პარტნიორის გამოცვლა მოასწრეს.