ანგელა მერკელი მენისკმა შეაწუხა

ანგელა მერკელი მენისკმა შეაწუხა

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს გერმანულ კლინიკა „შარიტში“ მარჯვენა მუხლზე მენისკის ოპერაცია გაუკეთდა, რომელიც მას ხანგრძლივი დროის განმავლობაში სიარულში უშლიდა ხელს.

აღსანიშნავია, რომ მერკელი იმავე ღამეს გაწერეს კლინიკიდან, თუმცა, გარკვეული დროის განმავლობაში მას ყავარჯნების საშუალებით მოუწევს გადაადგილება.

ივლისის ბოლომდე, სანამ პოსტ-ოპერაციული პერიოდი ჩაივლის, კანცლერი საკუთარი სახლიდან აპირებს მართოს ფედერაციული რესპუბლიკა.