1994 წლის პირველ მაისს ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული ავტომრბოლელის, „ფორმულა 1-ის” ბრაზილიელი ჩემპიონის, აირტონ სენას სპორტული ხელთათმანები, რომლითაც მან 1991 წელს ლონდონში გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე თავისი მესამე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა, 33 ათას დოლარად გაიყიდა.
აირტონ სენა სამჯერ გახდა „ფორმულა 1-ის ჩემპიონი” – 1988, 1990 და 1991 წლებში.
იგი 34 წლის ასაკში, სან-მარინოს გრანპრის ეტაპის დროს, ტრაგიკულად დაიღუპა – დიდი სიჩქარით მოძრაობისას რკინის ჯებირს დაეჯახა.