ნატურალური თაფლი შედგება შაქრისგან, მასში ჭარბობს მონოსაქარიდები, კერძოდ, გლუკოზა და ფრუქტოზა. ამის წყალობით, თაფლი კუჭში ფერმენტების საშუალებით არ იშლება და, პრაქტიკულად, სწრაფადვე შეიწოვება ნაწლავებში.
გლუკოზა ზრდის ღვიძლის მიერ ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფის უნარს, აუმჯობესებს არტერიულ წნევასა და გულის მუშაობას. ამიტომ, თაფლი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა ღვიძლის დაავადებების, გულის ფუნქციონირების დარღვევის, სტენოკარდიის, მოწამვლის, ძლიერი გონებრივი და ფიზიკური გადაღლის დროს. ის ასევე, კარგია კუჭის წყლულის, გასტრიტის, ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
თაფლში დაახლოებით 170-180 ბიოლოგიური ნაერთია: თითქმის ყველა ამინომჟავა, ბევრი ფერმენტი, ვიტამინი, მიკრო და მაკრო ელემენტი, რომლებიც ბუნებრივი ანტიბიოტიკებია. აკაციის თაფლი აუცილებელია მოზარდებისთვის, რადგან მასში ბევრია A ვიტამინი, ანუ კაროტინი.
კონიუნქტივიტის, კატარაქტისა და გლაუკომის დროს, თანაბარი რაოდენობით წყალში შერეული თაფლი ჩაიწვეთეთ თვალში, საღამოს, ძილის წინ. ის კარგია, ასევე, ნევრო-ფსიქიკური დარღვევების დროსაც. მას აქვს ანტისეპტიკური თვისებები. შარდის შეუკავებლობის შემთხვევაში, მიიღეთ საღამოს 1 კოვზი აკაციის თაფლი. ის ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შენარჩუნებას.
რაც შეეხება წაბლის თაფლს, ის ხელს უწყობს მადის მომატებას, ნაწლავების ტრაქტის ფერმენტულ აქტივობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ტონუსს. კარგია პროსტატისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
კუჭთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში რეკომენდებულია, დილით მიიღოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და მიაყოლოთ წყალი.
ალერგიული ადამიანები კი უნდა მოერიდონ თაფლის ჭამას. ასევე, იკრძალება მისი მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.