გერმანიაში მიმდინარეობს ინტერნეტ-გამოკითხვა, რომელმაც ქვეყნის პარლამენტის ყველაზე სექსუალური წარმომადგენლის ვინაობა უნდა დაადგინოს.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ჯერჯერობით „მემარცხენე” პარტიის წარმომადგენელი ქალი-დეპუტატები ლიდერობენ, თუმცა მათ უმნიშვნელო პროცენტით ჩამორჩებიან ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის დეპუტატები.
შემდგომ პოზიციებზე ბუნდესტაგის სოციალ-დემოკრატებისა და ლიბერალების წარმომადგენელი დეპუტატები არიან განთავსებულნი.
გერმანული ტაბლოიდების ცნობით, გამოკითხვაში ძირითადად ახალგაზრდა გერმანელი მამრობითი სქესის წარმომადგენლები მონაწილეობენ.