საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პირადად იღებდა ფულად გზავნილებს „ლორეალის” მფლობელისგან, მილიარდერ ლილიან ბეტანკურისგან. ამის შესახებ გავლენიანი „ლე მონდის” ჟურნალისტების მიერ დაწერილ წიგნში დეტალურად არის მოთხრობილი.
2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში სარკოზი თავად იღებდა ფულს ბეტანკურისგან ყოველგვარი შუამავლის გარეშე და ეს ფაქტი მოხუცი მილიარდერის ექთანმა დაადასტურა, რომელმაც საკუთარი თვალით დაინახა, თუ როგორ ჩაუთვალა რამდენიმე ასევროიანი კუპიურა ბეტანკურმა სარკოზის.
საინტერესოა რომ წიგნის ავტორები, ჟერარ დავე და ფანრის ლომი აცხადებენ, რომ მათზე თავის დროზე ზეწოლა ხორციელდებოდა სპეცსამსახურების მიერ. წიგნის სახელწოდებაა: „მე სარკომ მომკლა”.