“ფლინსტოუნების” დაბრუნება

“ფლინსტოუნების” დაბრუნება

რამდენიმე დღის წინ, ცნობილმა ამერიკულმა კინოკომპანია “20th Century Fox” -ის ხელმძღვანელობამ პრეს-კონფერენცია ჩაატარა და ერთი ახალი პროექტის შესახებ განაცხადა.

საქმე ეხება პოპულარული ანიმაციური სერიალის “ფლინსტოუნების” ახალი ვერსიის გადაღებას.

“ფლინსტოუნების” ადრინდელი სერიები 1960-1966 წლებშია შექმნილი. ამ ანიმაციურ სურათში მოქმედება ქვის ხანაში მიმდინარეობს. მისი მთავარი მომქმედი პერსონაჟები იმდროინდელი საშუალო კლასის ორი ოჯახია. ფრედი და ვილმა ფლინსტოუნებისა და მათი მეზობლების, ბარნი და ბეტი რაბლეების თავგადასავლები თავის დროზე მთელს მსოფლიოში მეტად პოპულარული იყო. ამ სერიალს დღესაც ნებისმიერი ასაკის მაყურებელი დიდი სიამოვნებით ეცნობა.

“ფლინსტოუნების” ახალ ვერსიაში მოქმედება ჩვენს დროში განხორციელდება. მისი რეჟისორი სეტ მაკფარლეინი იქნება. ამ პიროვნებას თავის დროზე ცნობილი მულტიპლიკაციური სერიალი “გრიფინები” აქვს გადაღებული.

ახალი “ფლინსტოუნების” კინოპრემიერა 2013 წელს არის დაგეგმილი. მასზე მუშაობა კი მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.