ცოტა ხნის წინ, აშშ-ში ერთი ორიგინალური გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნეს. ერთ-ერთმა იქაურმა კინოს თემაზე მწერალმა ინტერნეტ-საიტმა თანამემამულე მსახიობების ე.წ. “შავი სია” გამოაქვეყნა. ამ ჩამონათვალის კანდიდატებს ცუდად ნათამაშევი როლების მიხედვით არჩევდნენ.
პირველი ადგილი კიანუ რივზს ერგო, მეორე ჰეიდენ კრისტენდენს, მესამე კი უილიამ შატნერს.
ამ “საეჭვო” ნუსხის ათეულში შემდეგი მსახიობები აღმოჩნდნენ: ორლანდო ბლუმი, ბრენდონ ფრეიზერი, ჰიუ გრანტი, პოლ უოკერი, დევიდ არკეტი, დევიდ კარუზო და მეთიუ ლილარდი.
საინტერესოა, რომ მიუხედავად დამსახურებისა ამ “შავ სიაში” კიდევ რამდენიმე პოპულარული მსახიობიც აღმოჩნდა. თუ ახალგაზრდა ვინ დიზელს ამ ნუსხაში გამოჩენა ასაკის გამო გარკვეულწილად ეპატიება, მათ გვერდით რობერტ დე ნიროსა და ალ პაჩინოს მოხვედრა ცოტა უცნაურად გამოიყურება.