ამ დღეებში კანის კინოფესტივალი ტარდება და ამ ღონისძიებას მრავალი ცნობილი პიროვნება ესწრება. რამდენიმე დღის წინ კანში ცნობილი სერიალის “დაკარგულების” ერთ-ერთი გმირი, მსახიობი მიშელ როდრიგესი ჩავიდა. სამწუხაროდ ვიზიტი ხანმოკლე გამოდგა. როდრიგესმა ორი დღის განმავლობაში უზნეო საქციელით თავი საქვეყნოდ შეირცხვინა და საფრანგეთის დატოვება სასწრაფოდ მოუწია.
მიშელის კანში გამოჩენამ განსაკუთრებით ადგილობრივი “ყვითელი პრესის” უჩინარი მუშაკები - პაპარაცები აღაფრთოვანა. ამ პროფესიის ხალხი მუდამ საინტერესო საკბილოს ძიებაშია და “დაკარგულების” გმირმა გოგონამ მათ მდიდარი “მასალა” მიართვა.
ჩამოსვლიდან მეორე დილას ერთ-ერთ ბარს მიაშურა და კარგა გემრიელად გამოთვრა. შემდეგ ცოტა ხნით სასტუმროს ნომერში დაბრუნდა და ნაწილობრივ გამოფხიზლდა. საღამოს ისევ რესტორანს ესტუმრა. თვითმხილველების მონაყოლით, ქალბატონი მიშელი უზომოდ სვამდა. ალკოჰოლი ისე მოეკიდა, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო. ფრანგული გაზეთები მოიარა ფოტომ, სადაც გალეშილი როდრიგესი კანის ცენტრში ლამაზი რვიანებით ფეხშიშველა მოსეირნობდა.
მეორე დილით “პახმელიიდან” გამოსასვლელად ისევ “დასათრობ” ობიექტს ეწვია. რასაკვირველია უარესად შეთვრა და ბახუსის ტყვეობაში მყოფმა ზღვაში ბანაობა მოისურვა. მსახიობი დიაცი ვერავინ შეაჩერა. მთვრალი როდრიგესი კლდიდან გადმოხტა და რამდენი წუთი იბანავა. ზღვიდან ამოსვლისას წვრილი ბიკინი ბოლომდე ჩაძვრა და მისი გასწორებით თავი არ შეუწუხებია. მიშელის მშვენიერი და განუმეორებელი უკანა ნაწილის შიშველი ფოტოსურათები, მეორე დილით არაერთმა ფრანგულმა გამოცემამ დაბეჭდა.
ორ დღიანი “გართობის” შემდეგ, მიშელ როდრიგესმა კანი სასწრაფოდ დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.