ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირადად მოიწონა პოპ-ვარსკვლავ შაკირას დანიშვნა სახელმწიფო კომისიაში სამუშაოდ, რომელიც ესპანურენოვანი ქვეყნებიდან ჩამოსული ემიგრანტებისთვის განათლების მიღების პრობლემების მოგვარებით იქნება დაკავებული.
კომისია ობამას ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა და მასში ოთხი ადამიანია ჩართული და მათ შორისაა შაკირა.
გარდა ამისა, შაკირა არის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ბეარფუტ ფაუნდეიშენის” დამფუძნებელი, რომელიც განათლების მიღების პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული კოლუმბიაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰაიტიში.
აღსანიშნავია, რომ შაკირა შოუ-ბიზნესის პირველი წარმომადგენელი არ არის ობამას გუნდში – 2014 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამუშაოდ ჰოლივუდის ვარსკვლავი, კომედიური ჟანრის მსახიობი კალ პენი მიიწვიეს.