საჭირო მასალა: 4 ცალი მწყერი, 3 ცალი ფორთოხალი, 4 ნაჭერი ბეკონი, 50 გ. კარაქი, 2 თავი ხახვი, 100 მლ. თეთრი მშრალი ღვინო, 1 ს.კ. ღვინის ძმარი, 1 ს.კ. შაქარი, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადება: ფორთოხლები ცხელი წყლით კარგად გავრეცხოთ. 1 ცალი გავწუროთ, დანარჩენი კი დავჭრათ ნაჭრებად. ტაფაში გავადნოთ 25 გ. კარაქი და მასში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ტაფაში ხახვთან ჩავაწყოთა მწყრები და ყველა მხრიდან შევბრაწოთ. მწყრებს დავამატოთ ბეკონის ნაჭრები. 2-3 წუთში დავასხათ ღვინო და ფორთოხლის წვენი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავახუროთ სახურავი და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 20-25 წუთის განმავლობაში. სანამ ხორცი მომზადდება, მეორე ტაფაში გავადნოთ კარაქი და შიგ მოვშუშოთ ფორთოხალი, დავაყაროთ შაქარი და როცა კარამელიზაცია დაიწყება, გადავიტანოთ მწყრებთან, დავასხათ ძმარი და კარგად მოვურიოთ.