დევიდ კემერონით უკმაყოფილოთა რაოდენობა იზრდება

დევიდ კემერონით უკმაყოფილოთა რაოდენობა იზრდება

დიდი ბრიტანეთის ანტიფაშისტურმა ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ და, ასევე, მუსლიმანთა სათვისტომომ, პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი ულტრამემარჯვენე ძალების მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.

ერთ-ერთ გამოსვლაში კემერონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთში კრახი განიცადა მულტიკულტურულმა პოლიტიკამ და გაიზარდა ექსტრემიზმი მუსლიმან ახალგაზრდებს შორის, რაც დაუშვებელია და ამაში მან, უპირველეს ყოვლისა, მუსლიმანური სათვისტომოების ხელმძღვანელები დაადანაშაულა.

კემერონის გამოსვლას მოჰყვა „ინგლისის თავდაცვის ლიგის” მსვლელობა ლუტონში, სადაც ასობით ბრიტანელი სკანდირებდა ანტიმუსლიმანურ ლოზუნგებს.

კემერონის გამოსვლით უკმაყოფილოთა უმეტესობა პრემიერს სწორედ ამ ძალების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.