ობამას წინაშე შიშველი გარბენა მილიონი დოლარი ღირს

ობამას წინაშე შიშველი გარბენა მილიონი დოლარი ღირს

მავანი ბრიტანელი მილიონერი მზად არის ნებისმიერ მსურველს, რომელიც შიშველი ჩაირბენს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას წინაშე, ერთი მილიონი დოლარი გადაუხადოს.

ასეთი ექსტრავაგანტური აქციის წამომწყები ბრიტანელი მეწარმე და შოუმენი ალკი დევიდია.

საინტერესოა, რომ, თავდაპირველად, დევიდი 100 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდას გეგმავდა, თუმცა შემდგომში თანხა გაიზარდა და ამჟამად მილიონერის შეთავაზებას 160 მსურველი გამოუჩნდა.

აღსანიშნავია, რომ შიშველმა მოხალისემ ბარაკ ობამას ფონზე სურათიც უნდა გადაიღოს.