ცოტა ხნის წინ, ესტონეთის დედაქალაქ ტალინს ახალი სკულპტურული ქმნილება შეემატა – ქალაქის ცენტრში ცნობილი შოტლანდიელი კინომსახიობის, შონ კონერის ძეგლი გაიხსნა.
ტალინში მდებარეობს ე.წ. “შოტლანდიური კლუბი”, რომლის ხშირი სტუმრები ესტონეთში მომუშავე ბრიტანელი და სხვა ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არიან. ამავე დაწესებულებაში ხშირად ეწყობა შოტლანდიური ვისკის დღესასწაულებიც.
შონ კონერის ბრინჯაოს ბიუსტი სწორედ რომ ამ ღამის ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა.
საინტერესოა, რომ ორი წლის წინ ამავე ტერიტორიაზე განთავსდა ცნობილი ბრიტანელი პოეტის, რობერტ ბარნსის ქანდაკებაც.
ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებლის ბიუსტის გახსნამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. მას თავად დიდი ბრიტანეთის ელჩი დაესწრო და იქ თავმოყრილი საზოგადოების წინაშე ვრცელი სიტყვითაც გამოვიდა.
თავად შონ კონერი ამ ღონისძიებას მოუცლელობის გამო არ დასწრებია, მაგრამ ტალინელებს შემოუთვალა, რომ ამ ქალაქს უახლოეს მომავალში აუცილებლად ესტუმრება.