ერაყის პრემიერ-მინისტრი ობამაზე მაღალ ხელფასს იღებს

ერაყის პრემიერ-მინისტრი ობამაზე მაღალ ხელფასს იღებს

ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ ალ-აბადის ერთი თვის ხელფასი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას სამი წლის ხელფასს უდრის.

ერაყული გაზეთის „ალ-იტიჰადის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრი თვეში 2 მილიონ ამერიკულ დოლარს იღებს, მაშინ როცა, ობამა თვეში „სულ რაღაც“ 48 ათასი დოლარით კმაყოფილდება.

გაზეთისვე ცნობით, ჰაიდერ ალ-აბადის ერთი თვის ხელფასი 6 ათასი ერაყელის ხელფასის ტოლფასია წელიწადში.