ეს სასწაულმოქმედი სასმელი ნელა, მაგრამ აუცილებლად დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, ხსნის კუჭისა და თირკმლების ჭვალს, წმენდს ორგანიზმს წიდებისგან. მეცნიერული ცდებით გამოვლინდა, რომ რძემჟავური ბაქტერიები კუჭში მოხვედრისას ანადგურებენ ავადმყოფობის გამომწვევ მიკრობებს. პრაქტიკულად, რძის ყველა პროდუქტი ხელს უშლის კუჭ-ნაწლავში საკვების ლპობას. კეფირი, როგორც მსუბუქი შარდმდენი, ორგანიზმიდან გამოდევნის სითხესა და მარილს, რომელიც ხელს უშლის სითხის გამოყოფას. რძემჟავური ბაქტერიების წყალობით აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას, აწესრიგებს მის ტრაქტს, შველის შეკრულობას და სხვ.
თუმცა, კუჭის მაღალი მჟავიანობის, პანკრეატიტის, კუჭის წყლულისა და გასტრიტის დროს არარეკომენდებულია კეფირი, შარდკენჭოვანი დაავადების დროს კი სასურველია ზომიერად მიიღოთ რძის პროდუქტები.
სხვათა შორის, წონაში დაკლების მსურველებს არგებთ კვირაში ერთხელ ერთდღიანი კეფირის განტვირთვის დღე. რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.