ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ნანოტექნოლოგიების დანერგვამ რეალური გახადა დედამიწიდან კოსმოსში ამავალი ლიფტის აშენება.
პროექტზე ფიქრს, რაღა თქმა უნდა, უკვე შეუდგა ამერიკის შეერთებული შტატები. ამ იდეის საკვლევად მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მან უკვე 3 მილიონი დოლარის დახარჯვა დაგეგმა.
ზოგიერთი ამერიკელი მეცნიერი ფიქრობს, რომ კოსმოსური ბაგირი ძაფივით წვრილი უნდა იყოს და მეტეორები ნაკლებად დააზიანებენ. თუმცაღა, ეს მხოლოდ ერთეულთა აზრია, ზოგადად კი, კოსმოსური ლიფტის პროექტზე დიდი ბრძოლაა გამოცხადებული - საუკეთესო პროექტის შესაქმნელად სამეცნიერო ჯგუფები ეჯიბრებიან ერთმანეთს.
2010 წელს ამისთვის ჯილდოდ 400. 000 დოლარი დაწესდა, 2013 წელს - 1 მილიონი. მიმდინარე წელს კი განაცხადეს, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში ლიფტის საუკეთესო პროექტის შემქმნელი ჯილდოდ 4 მილიონ ევროს მიიღებს. თუკი ყველაფერი ისე გამოვა, როგორც იგეგმება, კოსმოსური ლიფტი 20 წელიწადში აშენდება და კოსმოსში პირველ რიგში მთვარეზე გავისეირნებთ, შემდეგ კი სხვა პლანეტებზეც, თანაც ლიფტით მოგზაურობა ბევრად უფრო იაფი დაგვიჯდება, ვიდრე რაკეტებით.