კამა – წნევის დამწევი საშუალება

კამა – წნევის დამწევი საშუალება

კამა ცნობილი საკვები და სანელებელია. მას ასევე, ფართოდ გამოიყენებენ ხალხურ მედიცინაში. მკურნალობის მიზნით გამოიყენება კამის ხმელი თესლი.

კამის თესლი შეიცავს ეთეროვან და, ცხიმოვან ზეთს, კუმარინებს და ასე შემდეგ. მკურნალობის მიზნით იყენებენ მცენარის ზედა ნაწილსაც.

ნედლი მცენარე, გარდა ეთეროვანი ზეთისა, შეიცავს C  ვიტამინს, კაროტინს, კამფერონს და სხვა მეტად სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებას.

კამის ქორფა ყლორტებისა და ღეროსგან მიღებულ წვენს იყენებენ როგორც წნევის დამწევ და საშარდე ბუშტის ანთების საწინააღმდეგო საშუალებას.

ერთი სუფრის კოვზ დანაყილ კამის თესლს უნდა დაასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახუროთ და გააჩეროთ დაახლოებით ნახევარი საათი. შემდეგ გადაწურეთ და გააცივეთ. დალიეთ სამი სუფრის კოვზი, დღეში ოთხჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.