ცნობილ ამერიკელ მომღერალს უიტნი ჰიუსტონს მძიმე დროება დაუდგა. ქალბატონ უიტნის დიდძალი ვალები დაედო. ჯერ კიდევ 2008 წელს, ხმის ერთ-ერთმა ჩამწერმა სტუდიამ მომღერალი აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა. საქმის გარჩევა რამდენი წლის განმავლობაში გაგრძელდა. რამდენიმე თვის წინ ამერიკულმა თემიდამ ჰიუსტონი დამნაშავედ აღიარა და 200 ათასი დოლარის გადახდა დაავალდებულა.
გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და უახლოეს მომავალში მომღერალი აუქციონის ჩატარებას გეგმავს. მასზე გასაყიდად გამოტანილი იქნება ჰიუსტონის პირადი სამასი ნივთი, აგრეთვე ის რამდენიმე კაბაც რომელიც უიტნის “გრემის” დაჯილდოების ცერემონიალებზე ეცვა.
ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის როდის გაიმართება ეს აუქციონი. ის ქალაქ ლოს-ანჯელესში ჩატარდება და მასზე დასწრების მსურველებმა 100 დოლარი უნდა გადაიხადონ.