საჭირო მასალა:100გ წიწილის ხორცი, 40გ ნიახური, 1 ბულგარული წითელი წიწაკა, 1 კვერცხი,½ ხახვი, 1 კონა მწვანე სალათა, 1ჩ/კ ძმარი, 1ჩ/კ ზეითუნის ზეთი, მარილი გემოვნებით,
მომზადების წესი: წიწილის ხორცი მოვხარშოთ, გავაციოთ და დავჭრათ ნაჭრებად. დაჭრილ ხორცს დავამატოთ სახეხზე გახეხილი ნიახური, თხელ რგოლებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხახვი, დაჭრილი მოხარშული კვერცხი და ღერებად დაჭრილი სალათა. ყველაფერი კარგად ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ ძმარი და ზეითუნის ზეთი.