ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე შეძლებული პრეზიდენტები

ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე შეძლებული პრეზიდენტები

უილიამ ჯეფერსონ (ბილ) კლინტონისუფთა კაპიტალი: 55 მილიონი დოლარი

სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, კლინტონი მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი არ გახლავთ და მას არც მაღალშემოსავლიანი სამსახური ჰქონდა სახელმწიფო მეთაურის თანამდებობაზე არჩევამდე. გადასახადების გამოკლებამდე, საპრეზიდენტო ვადაში კლინტონმა 125 მილიონი დოლარის გამომუშავება მოახერხა. ამ თანხის ძირითადი ნაწილი მან თავისი გამოსვლებით გამოიმუშავა, მაგრამ, 2008 წელს კლინტონის კაპიტალმა მნიშვნელოვანი კლება განიცადა, რადგან, 15 მილიონამდე დოლარი მისი მეუღლის, ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაზე დაიხარჯა.

ფრანკლინ დელანო რუზველტისუფთა კაპიტალი: 60 მილიონი დოლარი

თავისი კაპიტალი რუზველტმა მემკვიდრეობით და სარფიანი ქორწინებით მიიღო. 32-ე პრეზიდენტს 800 აკრი მიწა ჰქონდა სპრინგფილდში, ასევე, უძრავი ქონება ჯორჯიის, მენისა და ნიუ-იორკის შტატებში. 1919 წელს ფინანსური კატასტროფისგან რუზველტი დედამ იხსნა. პრეზიდენტად არჩევამდე რუზველტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში.

ჰერბერტ კლარკ ჰუვერისუფთა კაპიტალი: 75 მილიონი დოლარი

დაობლებული ჰუვერი ფეხზე ბიძამ დააყენა, რომელიც ექიმად მუშაობდა. პრეზიდენტობამდე ჰუვერი სამთო-მომპოვებელი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა  და 17 წლის განმავლობაში მას ამერიკაში ერთ-ერთი უმაღლესი ხელფასი ჰქონდა. თავის საპრეზიდენტო ხელფასს ჰუვერი მთლიანად ქველმოქმედებას ახმარდა, ასევე, მან დააფუძნა „ჰუვერის სახლი” მონტერეიში (კალიფორნია

ჯეიმს მედისონისუფთა კაპიტალი: 101 მილიონი დოლარი

ჯეიმს მედისონი ვირჯინიის შტატის უმსხვილესი მიწათმფლობელი იყო. მას ჰქონდა 5 ათას ჰექტრამდე მიწა და, ასევე, უძრავი ქონება მონპელიეში, რაც მან სახელმწიფო მდივნად და  პრეზიდენტად მუშაობის პერიოდში დააგროვა. სიცოცხლის ბოლო წლებში მედისონი, პლანტაციებზე  ფინანსური კრიზისის გამო, ქონების დაკარგვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, მაგრამ, სასწაულებრივად გადაურჩა გაკოტრებას.

ენდრიუ ჯექსონისუფთა კაპიტალი: 119 მილიონი დოლარი

მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონი საშუალო ფენის წარმომადგენელი იყო, იგი მეცხრამეტე საუკუნეში ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი პრეზიდენტი გახდა. ჯექსონი დაოჯახების შემდეგ გამდიდრდა; ასევე, მან მნიშვნელოვანი კაპიტალი დააგროვა სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში. ჯექსონს ჰქონდა საკუთარი სასახლე და 1 050 აკრი მიწა, სადაც 300-მდე მონა მუშაობდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ჯექსონი გაკოტრდა და დიდძალ ვალებში გადავარდა.

თეოდორ რუზველტისუფთა კაპიტალი: 125 მილიონი დოლარი

თეოდორ რუზველტი მდიდარ ოჯახში დაიბადა და თავისი კაპიტალის დიდი ნაწილი მშობლების დახმარებით დააგროვა. იგი მესაქონლეობაში იყო ჩართული და დროის უმეტეს ნაწილს გლეხებთან ერთად მუშაობაში ატარებდა. თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი რუზველტმა სახელმწიფო სამსახურში გაატარა. მისი კუთვნილი მიწის ფართობი ლონ-აილენდზე (235 აკრი მიწა) სამაგორის მთაზე, ამერიკაში უძვირეს კერძო საკუთრებად ითვლება, რომელიც მის შთამომავლებს ეკუთვნით.

თომას ჯეფერსონისუფთა კაპიტალი: 212 მილიონი დოლარი

თომას ჯეფერსონმა მამისგან მემკვიდრეობით რამდენიმე ათასი აკრი მიწის ფართობი და რამდენიმე ათეული მონა მიიღო. ჯეფერსონის სახლი – მონტიჩელო, რომელიც ვირჯინიის შტატში 5 ათასი აკრი მიწის ფართობზე გაშენებულ  პლანტაციაზე მდებარეობდა, თავისი დროის არქიტექტურული შედევრი იყო. საპრეზიდენტო თანამდებობაზე დანიშვნამდე ჯეფერსონი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში აბანდებდა ფულს, სიცოცხლის ბოლო წლებში კი ვალებში ჩავარდა.

ჯორჯ ვაშინგტონისუფთა კაპიტალი: 525 მილიონი დოლარი

ჯორჯ ვაშინგტონის პლანტაცია მაუნთ-ვერნონში ხუთი სხვადასხვა სამეურნეო ნაწილისგან შედგებოდა. პლანტაციის საერთო ფართობი 8 ათასი აკრი იყო და მასზე 300 მონა იყო დასაქმებული. ვაშინგტონის მეუღლე, მართა ვაშინგტონი, ასევე მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ. ვაშინგტონი, ამერიკის სხვა პრეზიდენტებთან შედარებით, ყველაზე დიდ ხელფასს იღებდა: მისი ანაზღაურება წელიწადში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს შეადგენდა.

ჯონ ფიცჯერალდ კენედისუფთა კაპიტალი: 1 მილიარდი დოლარი

ჯონ კენედი შეძლებულ ოჯახში დაიბადა, მისი მეუღლე კი, სულაც, ნავთობმაგნატის შთამომავალი იყო. ჯონის მამა, ამერიკის უმდიდრესი ადამიანი, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების სახელმწიფო კომისიის პირველი თავმჯდომარე გახლდათ. თავისი ქონების დიდი ნაწილს კენედები ტრასტიდან იღებდნენ, რომლის ორგანიზატორები მისი ოჯახის წევრები იყვნენ.