ზლატანის შვედი ქომაგი

ზლატანის შვედი ქომაგი

„პარი სენ-ჟერმენის” შვედ გოლიადორს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, სამშობლოში ქომაგი გამოუჩნდა, რომელიც საყვარელი ფეხბურთელისთვის ყველაფერზეა წამსვლელი.

საუბარია „ფლეიბოის” შვედ ვარსკვლავზე, ვერონიკა ტორსელზე – ქერათმიან ლამაზმანზე, რომელმაც  „იბრას” ხათრით „პარი სენ-ჟერმენის” ქომაგობა დაიწყო და აქტიურად არის ჩართული საფრანგეთის ჩემპიონატის ამბებში. 

ვერონიკას თქმით, იბრაჰიმოვიჩი პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცია.

30  წლის მოდელი ამჟამად სტოკჰოლმში ცხოვრობს და აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ფოტოსააგენტოსთან, რომელთათვისაც სიამოვნებით პოზირებს გულახდილ კადრებში.