მსოფლიოს უმდიდრესი სამეფო ოჯახების წევრები

მსოფლიოს უმდიდრესი სამეფო ოჯახების წევრები

დიდი ბრიტანეთის დედოფალიელიზაბეთ მეორე

ბრიტანელი მონარქის პირადი კაპიტალის დადგენისას დათვალეს ბუკინგემის სასახლის, კენსინგტონის სასახლის, სენ-ჯეიმსისა და ჰოლირუდის სასახლეების, უინძორის ციხესიმაგრისა  და სხვა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, მათ შორის, სამეფო ოჯახის საკუთრებაში არსებული ხელოვნების ნიმუშების კოლექციების ფასი და სხვა. თანხა მართლაც რომ შთამბეჭდავია და პირველი ადგილი რეიტინგში ელიზაბეთ მეორეს მომავალ წელსაც გარანტირებული ექნება.

ყატარის ემირიჰამად ბინ ხალიფა ალ-ტანი

ყატარის მოქმედი ემირი პროგრესულად მოაზროვნე მონარქია, რომელმაც, პირველმა არაბულ სამყაროში, ქალებს ხმის მიცემის უფლება დაუბრუნა. ყატარი მდიდარია ნავთობით, ეს კი  ემირის შემოსავლის ძირითადი წყაროა, რაც მას საშუალებას აძლევს, განახორციელოს არაერთი პროექტი მსოფლიო ეკონომიკაში.

 ბაჰრეინის მეფეჰამად იბნ ისა ალ-ხალიფა

საჯინიბოების კიდევ ერთი მოყვარული არაბი მონარქი. ბაჰრეინის მეფის შემოსავლის ძირითადი წყაროც, ისევე, როგორც სხვა არაბული ქვეყნების მონარქებისა, ნავთობია. აგრეთვე, ის იღებს დივიდენდებს უცხოეთში დაბანდებული ინვესტიციებიდან.

ლიხტენშტეინის მთავარიჰანს-ადამ მეორე

ევროპის ჯუჯა-სახელმწიფოს მთავრის შემოსავლის ძირითადი წყაროა საოჯახო ბანკი LGT. ამის გარდა, ოჯახი ფლობს რამდენიმე სასახლეს ავსტრიაში, ხელოვნების ნიმუშების კოლექციას და 20 ათას ჰექტარ მიწას.

ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგიანრი

საბანკო აქტივები: ოქროს ფონდი და უძრავი ქონება – სულ ეს არის ლუქსემბურგის ჰერცოგის შემოსავლის წყარო, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამორჩება არაბული სამყაროს ნავთობ-მაგნატ შეიხებსა და ემირებს. ცნობისთვის, ჰერცოგი ანრი ბუნების დაცვაზე ხარჯავს მნიშვნელოვან თანხებს, მაგალითად, უნიკალური ჰალაპოგოსის კუნძულების გადარჩენაზე.

მონაკოს მთავარიალბერ მეორე

მონაკოს მთავრის, ალბერ მეორის ძირითად კაპიტალს ხელოვნების ნიმუშების კოლექცია შეადგენს. აგრეთვე, ის ფლობს რამდენიმე ანტიკვარულ ავტომობილსა და საფოსტო მარკების კოლექციას. მონაკოს სამეფო ოჯახის შემოსავლის წყაროა, ასევე, სამორინეებიდან შემოსული თანხა.