უილიამსების დიეტა

უილიამსების დიეტა

ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა დიეტის დაცვა გადაწყვიტა – ამ ქმედებით იგი აპირებს სოლიდარობა გამოუცხადოს თავის დას, ვენუს უილიამსს, რომელიც სიორგენის სინდრომის გამო ექიმებმა დიეტაზე დასვეს.

უფროს დას სერენამაც აუბა მხარი და უმი ბოსტნეულის დიეტა დაიწყო.

სერენას თქმით, მას არ სურს, დას გული გაუტეხოს და მისი თანდასწრებით შემწვარი ქათამი ან თევზი მიირთვას.