ამერიკის ლიდერმა ბარაკ ობამამ და მისი ოჯახის წევრებმა გასული წლის განმავლობაში მსოფლიო ლიდერებისგან ასიათასობით დოლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს. ეს პრეზიდენტის მიერ მიღებული საჩუქრების სიის გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი.
ხელგაშლილობის მხრივ, პირველ ადგილზე საუდის არაბეთის მეფე აბდალა იბნ აბდელი გავიდა, რომლის საჩუქრების ღირებულებამაც 190 ათას დოლარს მიაღწია. მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, გორდონ ბრაუნის საჩუქარია – კალმისტარი და პენალი, რომლებიც რამდენიმე საუკუნის წინანდელი გემის ნაწილიდან იყო დამზადებული. გარდა ამისა, ბრაუნმა ობამას უინსტონ ჩერჩილის ბიოგრაფიული გამოცემა მიართვა, რომელიც 16 510 ათასი დოლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ ბრაუნის საჩუქრები ობამასადმი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად
საინტერესოა, რომ ბრიტანულმა პრესამ სასტიკად გააკრიტიკა თავად ობამა, როცა მან ბრაუნს 25 დივიდი დისკი აჩუქა, რომლებზეც ამერიკული ფილმები იყო ჩაწერილი. ეს ჟესტი ბრიტანულმა პრესამ ობამას მხრიდან ბრიტანეთის პრემიერის შეურაცხყოფად აღიქვა.