ბერლუსკონი კადაფის მეძავებით ეხმარებოდა

ბერლუსკონი კადაფის მეძავებით ეხმარებოდა

რამდენიმე დღის წინ იტალიურ მასმედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

ცნობილი გახდა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის რჩევით, ლიბიის ლიდერი, პოლკოვნიკი მოამარ კადაფი, საესკორტო მომსახურების მეძავების დახმარებით, 2009 წელს აფრიკის კავშირს ჩაუდგა სათავეში.

ამის შესახებ კადაფის ყოფილმა დიპლომატიურმა მრჩეველმა, ნური ალ-მისმარიმ განაცხადა.

მისი თქმით, 2009 წელს აფრიკის ერთ-ერთი სახელმწიფოს ლიდერი უარს აცხადებდა კადაფის კანდიდატურის მხარდაჭერაზე აფრიკის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე და ამ საქმეში ჩართულმა სილვიო ბერლუსკონიმ, რომელსაც ახლო ურთიერთობა აკავშირებდა კადაფისთან, ორი მეძავი გაუგზავნა იმ აფრიკელ ლიდერს, რომელმაც ესკორტის თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ შეცვალა აზრი და მხარი დაუჭირა კადაფის.