ავსტრიის პოლიციას გამოცხადებული აქვს ძებნა დამნაშავეზე, რომელიც ბარაკ ობამას ნიღბით ბანკებს ძარცვავს.
მავანმა დამნაშავემ, რომელსაც ობამას ნიღაბი უკეთია, უკვე გაძარცვა რამდენიმე ბანკი, რომელთა შორის უკანასკნელი იყო „ჰანდენბერგის კომუნის ბანკი“, საიდანაც 10 000 ევრო წამოიღო.
ავსტრიის პოლიციის ცნობით, „ობამა” 2012 წლიდან აყაჩაღებს ბანკებს და მისი ყველაზე დიდი ნადავლი 2013 წელს „მარია-შმოლნის კომუნის ბანკიდან“ წაღებული 40 ათასი ევროა.
ჯერჯერობით უცნობია, რა ეროვნებისაა დამნაშავე, თუმცა, თვითმხილველების თქმით, იგი ავსტრიელი უნდა იყოს.