ჟორჟ სიმენონის 10 ათასი ქალი

ჟორჟ სიმენონის 10 ათასი ქალი

ბრიტანელმა მეცნიერებმა ერთი საინტერესო კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. აღმოჩნდა, რომ ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლებისათვის „სუსტი სქესის“ არსებები ერთგვარი დოპინგისა და ახალ-ახალი შთაგონებების ფუნქციას ასრულებენ. რაც მეტი ცოლი, საყვარელი და შვილები ჰყავთ, მით მეტ შედევრებს ქმნიან. 

გაგიკვირდებათ და, ალექსანდრე დიუმა-მამას თურმე 500 საყვარელი და უამრავი უკანონო შვილი ჰყავდა.

ჟორჟ სიმენონმა ერთხელ აღიარა, რომ ათი ათასი ქალი ჰყოლია. შეიძლება, ეს უჩვეულო ციფრი მწერლის ფანტაზიის გამოვლენად ჩავთვალოთ, მაგრამ ნურას უკაცრავად. „მეგრეს“ ავტორის მეუღლე ლენზამ ეს შთამბეჭდავი რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა და თორმეტ ათასამდე აიყვანა. თურმე, სიმენონი თითოეული წიგნის დაწერის შემდეგ მეძავებთან გარბოდა და დღეში ოთხ-ხუთ მსუბუქი ყოფაქცევის დიაცს იცვლიდა.

გოეთეს 19 წლის შარლოტასთან უიღბლო რომანმა „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“ დააწერინა. კომპოზიტორი ფერენც ლისტი თავის მოსწავლე გოგონებთან „ანცობდა“, არადა ეს „პაწიები“ ასაკით შვილიშვილებად შეეფერებოდნენ.

პაბლო პიკასო ცნობილი მუსუსი იყო და უამრავი ოფიციალური თუ არაოფიციალური საყვარელი და შვილი ჰყავდა.

ასევე, ცნობილი მექალთანეები ყოფილან სტენდალი, ჰერბერტ უელსი, ერნესტ ჰემინგუეი, ვიქტორ ჰიუგო და მაქსიმ გორკი.

ქალებთან ახლო ურთიერთობა ზოგ მეცნიერს პროფესიული კარიერის დანგრევად დაუჯდა, ზოგიერთები კი პირიქით, დიდ წარმატებებს აღწევდნენ. ამ ორ ჯგუფს შორის გვხვდებიან ე.წ. „შუალედური“ ტიპის გენიოსებიც, რომლებმაც საკუთარი შედევრები უკვე ღრმად მოწიფულ ასაკში შექმნეს.

მაგალითად, უკვე ერთხელ ნახსენებმა ისააკ ნიუტონმა თავისი მეორე დიდი ნაშრომი - „მათემატიკის პრინციპები“, 44 წლის ასაკში დაწერა.

მწერალმა ლევ ტოლსტოიმ რომანი „ანა კარენინა“ ორმოცი წლის ასაკში დაიწყო, დოსტოევსკიმ კი „ძმები კარამაზოვები“ 59 წლისამ დაასრულა, გოეთემ „ფაუსტი“ მხოლოდ ოთხმოცი წლის ასაკში დაამთავრა.