პოპკორნი მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიულ საკვებად მიიჩნეოდა მანამ, სანამ კომპანია „ბერკომ” სპეციალურად, მილიარდერებისთვის არ დაამზადა მისი ძვირად ღირებული ვერსია.
„პოპკორნი მილიარდ დოლარზე” დამზადებულია ორგანული შაქრისგან, Vermount Creamery-ის ნაღების კარაქისგან, Nielsen Massey-ის ვანილისგან, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მარილისგან, რომელიც დანიის კუნძულ ლესზე მოიპოვება და 23-კარატიანი საკვები ოქროსგან.
მიუხედავად იმისა, რომ პოპკორნის ინგრედიენტებს შორის ოქროც არის, ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტი მარილია, რომლის მოპოვება 80-იანი წლებიდან მცირე დოზებით ხორციელდება.