ფსიქოლოგების უმრავლესობა გეტყვით, რომ ქალების 80 პროცენტს ერთი თვე მაინც სჭირდება მამაკაცთან ურთიერთობისთვის, რომ მას უმაკიაჟოდ ანუ „შიშველი“ სახით ეჩვენოს. ქალბატონების 16 პროცენტი კი, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ლოგინშიც კი მაკიაჟით წვება. საიდან ასეთი ლტოლვა მაქსიმალიზმისაკენ? ვინ აკომპლექსებს ქალბატონებს, ნუთუ საპირისპირო სქესი ასეთი კრიტიკული და ყურადღებიანია? თურმე, მამაკაცი არაფერ შუაშია. ეს ქალს აქვს მოთხოვნილება, გამოიყურებოდეს მიმზიდველად ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში. გასათვალისწინებელია თვითშეფასების დაბალი დონე და კომპლექსი. ანუ, მეტი ყურადღება სწორედ თვითშეფასების ამაღლებას უნდა მიექცეს და არა მაკიაჟს.
ბრიტანელმა მეცნიერებმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. მათ დაადგინეს, რომ, რაც უფრო სტაბილურია ქვეყანაში ეკონომიკა, მით მაღალია ქალის ფეხსაცმლის ქუსლი. თუ ქვეყანაში ქალბატონების უმრავლესობა უქუსლო ჩუსტ-ფეხსაცმელს ირჩევს – ეკონომიკური კრიზისის გეშინოდეთო!
საერთოდ კი, ადამიანი ისეთი უყვართ, როგორიცაა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავ, მაგრამ, ნუ გადაკეთდებით ვიღაცის ან რაღაცის გამო. ამას არც სიკეთე მოაქვს და არც ბედნიერება.