C ვიტამინის სამკურნალო თვისებები

C ვიტამინის სამკურნალო თვისებები

ბოლო დროის კვლევებით, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ, თუ თავის ტვინის რომელიმე სენით დაავადებული ადამიანი სამკურნალო პრეპარატებთან ერთად C ვიტამინსაც მიიღებს, მკურნალობის ეფექტი მეტი იქნება, რადგან C ვიტამინი თავის ტვინში პრეპარატების შეღწევას აიოლებს.

კერძოდ, ასკორბინის მჟავის დამატება პრეპარატებს ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვაში ეხმარება, რაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ტვინში ნივთიერებების შეღწევას უშლის ხელს.

ექიმების მოსაზრებით, C ვიტამინის ამ თვისების გამოყენება მნიშვნელოვნად გააადვილებს შიდსის, ასევე, სხვა ნევროლოგიური დაავადებების, კერძოდ კი, ეპილეფსიის, პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადებების მკურნალობას.