„მიცვალებული ჩადეს პოპოვის ავტომანქანაში, რომელიც იუსტიციის სახლთან იყო გაჩერებული“

„მიცვალებული ჩადეს პოპოვის ავტომანქანაში, რომელიც იუსტიციის სახლთან იყო გაჩერებული“

ბიძინა კუჭავას, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თავი მოიკლა, აფრიკის ვიზა ჰქონდა და თვის ბოლოს აპირებდა გამგზავრებას. კუჭავას ოჯახის ადვოკატის, ნათია კორკოტაძის ინფორმაციით, კუჭავას აფრიკაში გამგზავრება ბიზნე-საქმიანობას უკავშირდებოდა. ადვოკატის მტკიცებით, საქმეში არსებობს არაერთი საეჭვო გარემოება, რომლითაც დასტურდება, რომ ბიძინა კუჭავას თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს.

რის საფუძველზე ამბობს, რომ ქირია და კუჭავა ერთი და იგივე პირის მიერ არის მოკლული და ვინ არის გამოძიების მთავარი მოწმე პოპოვი? ამ საკითხებთან დაკვაშირებით for.ge ადვოკატ, ნათია კორკოტაძეს ესაუბრა.

რა მტკიცებულელების საფუძველზე გაგიჩნდათ ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა და არა თვითმკვლელობა?

ნათია კორკოტაძე: დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მოხდა სხეულის დათვალირება. იქ არის ნაჭდევები, რომელიც საფუძველს იძლევა ვთქვათ, რომ ეს არის თვიმკვლელობა. დიახ, ეს არის განზრახ მკვლელობა. როდესაც ბიძინა კუჭავა სატელეფონო ზარის საფუძველზე სახლიდან გავიდა, მან კლასიკურად ჩაიცვა, ოჯახს დაუბარა, რომ შეხვედრაზე მიდიოდა და ორ საათში მოვიდოდა. აღებული ჰქონდა ვიზა და თვის ბოლოს აფრიკაში მიემგაზვრებოდა. ბატონი თალაკვაძე აცხადებს, რომ როდესაც მანქანაში ნახეს კუჭავა, მას შეხვეული ჰქონდა თითი. მაინტერესებს, ეს თითი როდის დაიზინა?

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, სავარაუდოდ მაშინ, როდესაც გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას. რა დროსაც მან ელექტროსაჭრელით დაიზიანა ფეხი და განუვითარდა ძლიერი სისხლდენა...

- ქირია 13 იანვარს გაიყავანეს სახლიდან, მაგრამ ჯერ არ არის დადგენილი, როდის არის მოკლული. არ ვიცით, ქირია ცოცხალი მიიყვანეს თუ არა იმ ბინაში. არსებობენ ცოლ-ქმარი ვინე პოპოვები, რომლებიც დაკითხა გამოძიებამ და ამბობენ, რომ თურმე, ოჯახის ახლობლები არიან და ამ დროს ოჯახი ფიზიკურად არ იცნობს ამ სახელის და გვარისას არავის. უკაცრავად, მაგრამ როდესაც ადამიანი თავს იკლავს მანქანაში, ოჯახთან კომუნიკაცია არ უნდა ჰქონდეს?

გამოძიების ვერსიით კუჭავა დაუკავშირდა საზღვარგარეთ უკვე იდენტიფიცირებულ პირს, რომელსაც ქვეყნის დატოვების თხოვნით მიმართა. საზღვარგარეთიდან განხორციელდა ზარი ბატონ პოპოვთან და მის მეუღლესთან და მათ სთხოვეს, რომ დახმარებოდნენ კუჭავას ქვეყნის დატოვებაში. თუ გაქვთ ინფორმაცია ვის დაუკავშირდა საზღვარგარეთ კუჭავა და რომელ ქვეყანაში აპირებდა გამგაზვრებას?

- მინისტრის მოადგილის ეს განცხადება შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, რომ ბატონ ბიძინას აღებული ჰქონდა ვიზა და თვის ბოლოს მიდიოდა აფრიკაში. მაგრამ ის, რომ თურმე, იმ დღეს ქვეყნიდან მიდიოდა, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. არ არსებობს არც ბილეთის ჯავშანი, რაც მთავარია, ვიზა და როგორ მიდიოდა, თვითმფრინავში ბილეთისა და ვიზის გარეშე ავიდოდა?

სწორედ ამიტომ ამბობს გამოძიება, რომ პოპოვების დახმარებით ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. თუკი არ იცნობდა პოპოვებს, მაშინ როგორ აღმოჩნდა უცნობი ადამიანების მანქანაში კუჭავა?

- მე არ გამოვრიცხავ, რომ ქირია გამოიყვანეს სახლიდან, მოკლეს და შემდეგ მიიყვანეს იმ ბინაში. ანალოგიურად მოხდა ბიძინა კუჭავას გაყვანაც სახლიდან, მოკლეს და მერე გვამი ჩადეს მანქნაში. რაღაცა სცენარია დადგმული, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ ვხსნით - რა. გამოძიება ამბობს, რომ კუჭავა აპირებდა ქვეყნის დატოვებას და ამ დროს სისხლიანი ხელთათმანი და ქირიას პირადობა ედო ჯიბეში, სისხლიანი ხელთათმანი მიჰქონდა საზღვარგარეთ? ეს ხომ აბსურდია?!

მაშინ რატომ დაუკავშირდა ქირიას მკვლელობა კუჭავას, არსებული ინფორმაციით, მან წინასწარ იქირავა ბინაც?

- ჩვენ არ ვიცით, მართლაც იქირავა თუ არა ბიძინა კუჭავამ ის ბინა. არავინ იცის შეიძინა თუ არა ელიავაზე ელექტროხელსაწყო. ვერ გეტყვით, რატომ დაუკავშირეს ეს მკვლელობა კუჭავას, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენ ადვოკატები ვაწარმოებთ კერძო გამოძიებას, მოვიძიებთ ყველა მოწმეს, როგორც ზუგდიდში, ასევე წაღვერში. მას წაღვერში ჰქონდა ბინა, კარები შეამტრიეს და ყველაფერი წაიღეს, არც ის ვიცით ესწრებოდა თუ არა მოწმე ამ პროცესს.

როდესაც თბილისში მდებარე სახლში მოვიდნენ, აბსოლუტურად ყველაფერი წაიღეს. როგორც მეუღლე ამბობს, წინდაც კი არ დამიტოვეს, რომ მიცვალებულისთვის ჩამეცვაო. იცით, რომ დაკარგულია ქირიას შარავალი და ფეხსაცმელი, ამიტომ პოლიციამ ჩათვალა, რომ კუჭავა საცხოვრებელ ბინაში ინახავდა ქირიას შარვალს და ფეხსაცმელს. თქვენც ხომ ხვდებით, რა აბსურდთან გვაქვს საქმე?! კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის განზრახ მკვლელობა.

თქვენ გამორიცხავთ თვითმკვლელობას, მაშინ ვინ მოკლა ბიძინა კუჭავა?

- არ ვიცი. ჩვენი ვარაუდია, რომ ქირიას და კუჭავას მკვლელობა შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ. ქირიაც, ისევე როგორც კუჭავა, სატელეფონო ზარის საშუალებით არის გამოყვანილი სახლიდან იმ მოტივით, რომ თურმე შეხვედრაზე უნდა წასულიყვნენ.

როდესაც იუსტიციის სახლთან საპატრულო პოლიციამ გააჩერა პოპოვის ავტომანქანა, სწორედ ამ დროს დაასრულა თვითმკვლელობით სიცოცხლე კუჭავამ - ასეთია გამოძიების ვერსია, მაგრამ ვნახეთ კადრები, როდესაც ევაკუატორის საშუალებით ხდებოდა საპატრულო პოლიციის მანქანის გადაყვანა, თუ გაქვთ ინფორმაცია რა მოხდა რეალურად?

- არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. როდესაც ეს კადრები ვნახე ტელევიზიით, გამიჩნდა კითხვა, რა შუაში იყო საპატრულო პოლიციის გადაყვანა ევაკუატორით? ოჯახი მეკითხებოდა ხომ არ გაქვთ ინფორმაცია რეალურად რა მოხდაო, მაგრამ სამწუხაროდ, ინფორმაცია არ გვაქვს.

სად არის კუჭავას ავტომობილი?

- როგორც ოჯახმა მითხრა, მანქანა ცაგარელის ქუჩაზე დგას.

თუ გაქვთ ინფორმაცია როგორ აღმოჩნდა კუჭავა პოპოვის ავტომანქანაში?

- სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის განზრახ მკვლელობა. ეს ორი მკვლელობა ერთი ადამიანის მიერ არის შესრულებული. დიახ, ეს ორი მკვლელობა დაუკავშირეს ერთმანეთს, მიცვალებული ჩადეს პოპოვის ავტომანქანაში, რომელიც იუსტიციის სახლთან იყო გაჩერებული. ვფიქრობ, რომ პოპოვი პროკურატურის ოქროს მოწმეა. ძალიან ბევრი გახმაურებული საქმის ადვოკატი ვყოფილვარ და ძალიან ბევრი ოქროს მოწმე მინახავს.

ბიძინა კუჭავას სახელთან ასოცირდება ოთხი გახმაურებეული მკვლელობა - ნინუებისა და გოჩა მაღალდაძის მკვლელობის გარდა საუბარია, კუჭავას გერის მკვლელობაზე და ასევე, დაკარგულია მისი და რომლის კვალი დღემდე არ არის ნაპოვნი. არც ერთ საქმეში მკვლელი დადგენილი არ არის, არც ერთი საქმე გახსნილი არ არის. რითი ხსნით კუჭავას სავარაუდო კავშირს ამ მკვლელობებთან?

- გოჩა მაღალდაძესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შალვა ნუცუბიძემ და თქვა, რომ არანაირ კავშირში არ არის ბიძინა კუჭავა. 2007 წელს მოხდა ცოლ-ქმარი ნინუების მკვლელობა, არის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის ამ მკვლელობისთვის და გამოდის, რომ ეს კაცი უკანონო პატიმარია დღემდე? თუ ბიძინა კუჭავას მიერ განხორციელდა ნინუების მკვლელობა, მაშინ სხვა ადამიანი რატომ არის პატიმრობაში დღემდე, რატომ არ დაიწყეს გამოძიება კუჭავას წინააღმდეგ?

რაც შეეხება დის გაუჩინარებას და გერის მკვლელობას?

- კუჭავას დის გარდა არავინ არ არის დაკარგული? უამრავი ხალხია ახლაც დაკარგული და იცით, როგორ ქრებოდა მაშინ ხალხი და ამ დრომდე ვერ პოულობენ. ფულის გამო გაწირა და? ის გამოძიებისგან ოფიციალურად ითხოვდა დის ადგილსამყოფელის დადგენას. ეს არის ბიძური კამპანია მიცვალებულის წინააღმდეგ, რომ გამოიყვანონ ვამპირად. თუ ასეთი საშიში იყო სამოქალაქო საზოგადოებისთვის,თუ ასე ადვილად შეეძლო მოეკლა ადამიანი, მაშინ რატომ დადიოდა ქუჩაში, სად იყო პოლიცია? ჩვენ ვაპირებთ ყველა დეტალის გარკვევას, რადგან ოჯახი არ ენდობა გამოძიებას. როგორც კუჭავას მეუღლემ მითხრა, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ქირიას ოჯახთან, მეტიც ერთი კვირის წინ ყოფილან ჩამოსული და ციტრუსი ჩამოუტანიათ საჩუქრად.