ამერიკულმა ტელეარხი NBC ახალ რეალითი შოუს იწყებს, რომლის გამარჯვებული პრიზის სახით მიიღებს „საგზურს“ კოსმოსურ ხომალდზე, რომელიც ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის კომპანიამ შექმნა. რა იქნება ტელეშოუში, ჯერჯერობით არ სახელდება.
ტელეშოუ „კოსმოსური რბოლის“ პროდიუსერი ბრიტანელი მარკ ბერნეტი იქნება, რომელმაც ერთბაშად რამდენიმე პოპულარული გასართობი პროექტით გაითქვა სახელი: „შეძლო გადარჩენა“, „ხმა“...
„ვცდილობ, განვახორციელო ჩემი ოცნება: ტელეშოუს დახმარებით, ჩვეულებრივ ამერიკელს უნიკალური მოგზაურობის შესაძლებლობა მივცეთ. Virgin Galactic – ეს კოსმოსური ტურიზმის მომავალია“.
გასული წლის ოქტომბერში Virgib Galactic-მა ამერიკის შტატ ნიუ-მექსიკოში გახსნა მსოფლიოში პირველი კერძო კოსმოდრომი. შემდეგი წლიდან აქ კომერციული ფრენები იგეგმება. ტურისტები გამოცდიან უწონადობას და დედამიწის დანახვას 100 კილომეტრი სიმაღლიდან შეძლებენ. ორსაათიანი ფრენის ღირებულება 250 ათას დოლარს შეადგენს. კოსმოფრენის ბორტზე ორი პილოტი და ექვსი მგზავრი იქნება. ამგვარად, კოსმოსში მოხვედრის სურვილი უკვე 600-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, მათ შორის არიან მსახიობები – ტომ ჰენკსი და ანჯელინა ჯოლი.