ჩინელი არქეოლოგების ახალი აღმოჩენა

ჩინელი არქეოლოგების ახალი აღმოჩენა

ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩუნდუს დასახლებაში, იპოვეს ქვის უზარმაზარი სტატუეტი.

ეს არის ცხოველი, რომლის ასაკიც ორი ათასი წელია. უძველესმა მოქანდაკემ ქვაში გამოკვეთა პანდა სიჩუანის პროვინციიდან.

ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩინელებისთვის საამაყო ცხოველი საკმაოდ ხანდაზმულია. საინტერესოა ისიც, რომ ქანდაკება შთამბეჭდავი ზომებით გამოირჩევა – ის წონით 8,5 ტონაა, სიგრძე 3 მეტრია, სიმაღლეც 3 მეტრი, ხოლო სიგანე – 1 მეტრი.

სხვათა შორის, გიგანტური პანდები მართლაც არსებობდნენ. ისინი მეტრ-ნახევარს აღწევდნენ და 30-დან 160 კილოგრამამდე იწონიდნენ. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ამ სტატუეტის აღმოჩენა შეიძლება იმის დასტური იყოს, რომ ძველ ჩინეთში პანდა წმინდა ცხოველად ითვლებოდა.

რაც შეეხება ქალაქ ჩუნდუს, მისი ასაკი ოთხი ათასზე მეტ წელს ითვლის. სიჩუანის პროვინციას კი „დედამიწაზე არსებულ სამოთხეს“ უწოდებენ.