„უახლოეს რამდენიმე წელიწადში ვულკანები გააგრძელებენ თავიანთი ბობოქარი ხასიათის დემონსტრირებას. მათი აქტივობის პიკი მოვა 2016-2018 წლებზე“, – ამტკიცებენ ექსპერტები.
ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს კრაკატა – ინდონეზიაში და ფუძიამა – იაპონიაში. 2017 წლიდან ხელახლა დაიწყებს გაღვიძებას ალპურ-ჰიმალაური სეისმური სარტყელი. აქ, პირველ ყოვლისა, ლაპარაკია ვეზუვიზე და ეტნაზე.
თავის მხრივ, ავიაციის ანალიტიკოსები ტეხენ განგაშს: რისკების შეუფასებლობა, რომლებიც დაკავშირებულია საშიშ ზონებში თვითმფრინავების ფრენასთან, უბრალოდ, არ შეიძლება. აეროზოლური და ფერფლის შლეიფები მნიშვნელოვან საშიშროებას წარმოადგენდნენ ფრენისთვის საერთაშორისო და ადგილობრივ ავიახაზებზე.
ვულკანური ფერფლის ნაწილაკები, რომლებიც საშიშროებაა საფრენი აპარატებისთვის, მიიწევენ ავიაციის კრიტიკულ – 8-12 კილომეტრ სიმაღლეზე. მოხვდებიან რა ძრავაში, მათ შეუძლიათ, სწრაფად გამოიყვანონ ის მწყობრიდან.
უკანასკნელ წლებში ვულკანებმა რამდენჯერმე მოახდინეს ევროპული საფრენი ზონის შეზღუდვის პროვოცირება. ამიტომ, ვულკანური ფერფლის ღრუბლებს განუწყვეტლივ აკვირდებიან მეტეოთანამგზავრები, დედამიწიდან კი მათ ლაზერული დეტექტორებით აღჭურვილი სადგურები ეხმარებიან.