შოკოლადი კარიესისგან გვიცავს

შოკოლადი კარიესისგან გვიცავს

კარიესი კბილის მინანქრისა და დენტის დაავადებაა. დროთა განმავლობაში ქსოვილი თანდათან კარგავს გამძლეობას და იშლება, კბილში ჩნდება ღრმულები. კარიესს იწვევს  დაქვეითებული იმუნიტეტი, ღრძილების ანთება, საკვებ რაციონში ცილების, მიკრო და მაკროელემენტების, ვიტამინების დეფიციტი და ნახშირწყლების დიდი რაოდენობა. ასევე, კარიესის გამომწვევია პირის ღრუს ჰიგიენის არასწორი დაცვა და ორგანიზმში სისხლძარღვოვანი და ნერვული ბოჭკოების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა.

კარიესოგენური ფაქტორების ზემოქმედებით წარმოიქმნება კბილის ქვები. იქ კი იბუდებენ მიკრობები და გლუკოზისგან რძემჟავას წარმოქმნიან. ეს მჟავა მინანქარს შლის და კარიესული პროცესი იწყება, შემდეგ კი თანდათან ვითარდება.

ნერწყვში შაქარი რძის მჟავას შემცველობას ზრდის. ამიტომ, კარგია ის ზომიერად მიიღოთ. შოკოლადი კი თამამად ჭამეთ, რადგან ის შეიცავს ფტორს, რომელიც ამაგრებს მინანქარს.

კარიესის პროფილაქტიკისთვის დღის განმავლობაში სვით ბევრი სითხე, რადგან ამით ნერწყვის გამოყოფა რეგულირდება. ასევე, ეცადეთ რაციონი გაამდიდროთ A, B, C, D და E ვიტამინებით, რომელსაც ახალი ხილი და ბოსტნეული შეიცავს, ასევე, მიკროელემენტებით, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ნიგოზი და თხილი. ფტორის შენაერთითა და კალციუმით კი, რძის ნაწარმი მოგამარაგებთ. შაქარი ნატურალური თაფლით ჩაანაცვლეთ.

ჭამის შემდეგ, აუცილებლად გამოიხეხეთ კბილები ან დაღეჭეთ საღეჭი რეზინი, სამი წუთის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ დიდი ხნით საღეჭი რეზინის ღეჭვა ემალს აზიანებს. კბილები გაიხეხეთ დღეში ორჯერ – დილით და საღამოს. კბილის პასტა კი უნდა შეიცავდეს ფტორს, ვიტამინებს, სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებს, ფერმენტებს, მიკროელემენტებს, მინერალურ მარილებს, თუთიის ნაერთსა და კალციუმს.