ყურადღება მიაქციეთ ძილის ხარისხს

ყურადღება მიაქციეთ ძილის ხარისხს

თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები დიდხანს გრძელდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჯანმრთელობას სასწრაფოდ უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება.

აუცილებელია, ისწავლოთ სწორად სუნთქვა. სწორად სუნთქვისა და სისხლის სისტემების საშუალებით, მარაგდება ჩვენი ორგანიზმი ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. თუ ფილტვები წესრიგში არ არის, დღის განმავლობაში ეს თავს იჩენს მთქნარებით, ხოლო ღამით კი, ძილის სურვილით. გაამახვილეთ ყურადღება სუნთქვის სისტემაზე, თუ ნორმალურად დაძინებას მხოლოდ გამთენიისას ახერხებთ.

გულის დაავადებაზე მეტყველებს თვალების ქვეშ ჩალურჯებული რკალები, რაც მკვეთრად არის გამოხატული ძილის შემდეგ. თუ ღამით დაძაბულს გძინავთ, ვერ ხედავთ სიზმრებს, გეუფლებათ სევდა, ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

როცა დღისით ძილის სურვილი გიჩნდებათ, იძინებთ, მაგრამ შფოთავთ და ვერ ისვენებთ, ყურადღება მიაქციეთ ელენთასა და კუჭქვეშა ჯირკვალს. ამ დროს, შესაძლოა, გაგიჩნდეთ ტკბილზე მოთხოვნილება, დილას გაგაღვიძოთ შემცივნებამ, შეგაწუხოთ ტერფების სიმძიმემ.

თუ დილით შეშუპებას გრძნობთ მუხლქვეშ, ესე იგი, წესრიგში არ გაქვთ ლიმფური და იმუნური სისტემა. ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს, თუ დილით უმიზეზოდ გეწყებათ თავბრუხვევა და თავის გამჭოლი ტკივილი.

მხედველობის პრობლემების დროს კი, დამახასიათებელია ფხიზელი, ზერელე და წყვეტილი ძილი.